09 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
ოხოტის ზღვაში მცურავი თევზსაჭერი გემის კატასტროფის შედეგად 54 ადამიანი გარდაიცვალა

წუხელ ოხოტის ზღვაში მცურავმა თევზსაჭერმა გემმა კატასტროფა განიცადა.

ბოლო მონაცემებით, 54 ადამიანი გარდაცვლილია, ხოლო 15-ს ამ დრომდე ეძებენ. მაშველებმა ეკიპაჟის 63 წევრის გადარჩენა მოახერხეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გემზე 132 ადამიანი იმყოფებოდა.

გემზე ქართველების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ეკიპაჟის 78 რუსეთის მოქალაქე იყო, დანარჩენები კი უკრაინის, ლიტვის, მიანმისა და ვანუატუს მოქალაქეები.

კატასტროფის ვერსიად ყინულთან შეჯახება სახელდება.

დღის ამბები