09 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
"რეზოლუციაში დემოკრატიის შუქურადაა წარმოჩენილი მიხეილ სააკაშვილი - ადამიანი, რომელმაც სადიზმით დანერგა მართვა ამ ქვეყანაში" - გია ვოლსკი

ექვსი პოლიტიკური ჯგუფის ევროპელი დეპუტატების მიერ შემუშავებულ რეზოლუციას სამწუხაროს, უსამართლოსა და მშვიდობისთვის საფრთხის შემცველს უწოდებენ მმართველ გუნდში.

"ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ აღნიშნული განწყობები ქართული რადიკალური ოპოზიციური პარტიების ლობიზმის დამსახურებაა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს, თავისი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ნაბიჯი არასდროს გადაუდგამს. 

"სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის წარმოჩენილი, როგორც დემოკრატიის შუქურა -  ადამიანი, რომელმაც სადიზმით დანერგა მართვა ამ ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილი კი, რომელსაც არასდროს თავის ქვეყნის საწინააღმდეგოდ ნაბიჯი არ გადაუდგამს, თურმე, დასანქცირებას მოითხოვს, იმიტომ რომ ეს მდგომარეობა, რომელიც დღეს არის მსოფლიოში, საქართველოსთვის არ არის მიზეზი იმისა, რომ საომარ მოქმედებებში ჩაერთოს,"- აცხადებს გიორგი ვოლსკი. 


დღის ამბები