09 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
სტამბოლში პოლიციის შენობასთან სროლის დროს მოკლულია თავდამსხმელი ქალი

თავდასხმა სტამბოლში პოლიციის ერთ-ერთ შენობასთან. ორმხრივი სროლის დროს მოკლულია ერთი თავდამსხმელი ქალი, მამაკაცი კი დაიჭრა. დაშავებულები არიან სამართალდამცველების მხრიდანაც.

პოლიციის მისამართით ცეცხლი ავტომობილიდან გახსნეს. მოკლულ ქალს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა, რომელიც არ ამოქმედდა.

ბოლო 2 დღის განმავლობაში ეს სახელმწიფო შენობებზე უკვე მეორე თავდასხმაა. ქვეყნის პრეზიდენტმა მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდა. 

დღის ამბები