19 ნოემბერი 2024,   09:19
ვრცლად
საქართველო და პორტუგალია დროებითი შრომითი მიგრაციის შესახებ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

საქართველო და პორტუგალია დროებითი შრომითი მიგრაციის შესახებ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. პორტუგალიამ საქართველოსთან ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყებების წარმომადგენლებს შორის აღნიშნული საკითხის განხილვა დავით ზალკალიანის ლისაბონში ვიზიტის დროს მოხდა.

“პორტუგალიის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა საქართველოსთან დროებითი ლეგალური დასაქმების საკითხებში თანამშრომლობაზე. კერძოდ, განისაზღვრა შესაბამისი საკონტაქტო პირები და აღნიშნულ საკითხზე იგეგმება საქართველოს დელეგაციის ვიზიტი პორტუგალიაში, რა დროსაც მოხდება თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა. როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველოსთვის, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის განვითარება პრიორიტეტულია და უმნიშვნელოვანესია, რომ საფრანგეთთან ხელმოწერილი შეთანხმების შემდგომ პორტუგალია ევროკავშირის წევრი კიდევ ერთი ქვეყანაა, ვისთანაც საქართველო ამ მიმართულებით შეთანხმებას გააფორმებს,“- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

დღის ამბები