27 აპრილი 2024,   21:53
ვრცლად
შრი-ლანკაში ტერაქტების სერიაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

შრი-ლანკაში ტერაქტების სერიაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

გამოძიების ცნობით, ტერორისტებმა აღდგომის დღეს ეკლესიებსა და სასტუმროებში აფეთქებების მოწყობით შური იძიეს ახალი ზელანდიის მეჩეთებზე თავდასხმისთვის, რომელსაც ერთი თვის წინ 50 ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელდა უსაფრთხოების კამერით გადაღებული ვიდეომასალა, სადაც აფეთქებამდე ერთ-ერთი ტერორისტია ასახული.

ბოლო მონაცემით, შრი-ლანკაში 321 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 45 ბავშვია. დედაქალაქში კვლავ უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული.

პოლიციელები მანქანებს ეძებენ, რომლებშიც შესაძლოა, ასაფეთქებელი მოწყობილობები იყოს მოთავსებული.

 

 

ფოტო - Lakrwan Wanniarachchi/AFP

ამავე თემაზე
დღის ამბები