09 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
შეიარაღებულ თავდასხმას კენიის უნივერსიტეტში 14 ადამიანი ემსხვერპლა

შეიარაღებულ თავდასხმას კენიის უნივერსიტეტში 14 ადამიანი ემსხვერპლა.

ნიღბიანი პირები ქალაქ გარისაში, კოლეჯის შენობაში დილით ადრე შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს.

მოგვიანებით თავდამსხმელებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ მებრძოლებს ათობით ქრისტიანი მოსწავლე ჰყავთ მძევლად აყვანილი.

მებრძოლების განცხადებით, ისინი რადიკალური დაჯგუფება ალ-შაბაბის წევრები არიან, რომელიც ალ-ქაიდას სომალის ფრთას წარმოადგენს და ქვეყნის აღებას ცდილობს.

ტერორისტები აცხადებენ, რომ კენიამ სომალიში ჯარების გაგზავნის გამო პასუხი უნდა აგოს.

დღის ამბები