09 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
ირანის ბირთვულ პროგრამაზე მიღწეული შეთანხმება ნავთობის ფასზე უკვე აისახა

ლოზანაში მიღწეული შეთანხმება ნავთობის ფასზე უკვე აისახა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მხარეებმა პროექტი შეათანხმეს, ბრენტის მარკის საწვავი 2 დოლარით გაიაფდა და ერთი ბარელის ფასი 54 დილარი გახდა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე შესაძლოა ირანს ემბარგო მოუხსნან, რის შემდეგაც ქვეყანა სრულყოფილად დაიწყებს ნავთობის ექსპორტის გაზრდას და უკვე 2016 წლისთვის ის დღეში ნახევარი მილიონი ბარელის წარმოებას შეძლებს.

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში ექვსეულმა ხელმოსაწერი ჩარჩო-ხელშეკრულება შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, ირანი ბირთვულ პროგრამას ეტაპობრივად შეამცირებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები