26 აპრილი 2024,   07:25
ვრცლად
გურამ დონაძისა და ირაკლი ფირცხალავას საქმეს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს

მსჯავრდებული ყოფილი მაღალჩინოსნების, გურამ დონაძისა და ირაკლი ფირცხალავას საქმეს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს.

დაცვის მხარის მოთხოვნა დღეს მსჯავრდებულებმა სააპელაციო სხდომაზე დააყენეს, რაც მოსამართლემ დააკმყოფილა და საქმეც კოლეგიას გადასცა.

„მდინარაძე ადეიშვილის ხელის ბიჭი კი არ იყო, ადიეშვილის ხელის ბიჭის, ხელის ბიჭის, ხელის ბიჭი იყო. ამ ხალხს დააჯერა, რომ თქვენ ის  საქმე ისე განიხილეთ, რომ პროკურატურა მოდიოდა ერთი ფარატინა ფურცელი მიჰქონდა ო და მოსამართლე ისე იღებდა გადაწყვეტილებებსო. ჰგონია, რომ ამით იცავს მოსამართლეებს.

ის მეორე რომ არის რომ არის სოციოპათი პარლამენტის თავმჯდომარე, იმან ხომ მოგვთხარა. არ იხილება ჩემი დანაშაული, ამ საქმეს არავინ არ იხილავს, აქ იხილება თქვენ და თქვენი უფროსი ჩინჩალაძე დარჩებით ტუ არა თანამდებობებზე, აი ამას იხილავთ,“-მიმართა ფირცხალავამ მოსამართლეს.

ყოფილ მაღალჩინოსნები პირველმა ინსტანციამ დამნაშავედ სცნო ბუტა რობაქიძის საქმის გამოძიების ეტაპზე უფლებამოსილების გადამეტებაში.

დღის ამბები