09 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
რუსეთის მოწვევით გაეროს უშიშროების საბჭო იემენში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებს

იემენში შექმნილ ვითარების განსახილველად გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომაზე შეიკრიბება.

სხდომა რუსეთმა მოიწვია. მოსკოვი იემენში მიმდინარე საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის დროს "ჰუმანიტარული პაუზების" ორგანიზებას მოითხოვს.

გვიან ღამით საერთაშორისო კოალიციამ, რომელსაც საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს, მორიგი ავიაიერიშები მიიტანა და რადიკალი შიიტების პოზიციები დაბომბა.

ასევე ცნობილი ხდება, რომ სამთავრობო ძალებმა ჰუსიტ–შიიტებს დაატოვებინეს ქალაქი ადენი, სადაც დედაქალაქიდან გაქცეული მთავრობაა განლაგებული.

იემენის ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობას ბრძოლაში დახმარებას სთხოვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები