26 აპრილი 2024,   07:30
ვრცლად
ლარი კვლავ გაუფასურდა - ეროვნულმა ვალუტამ ვარდნის ანტირეკორდი მოხსნა 

ეროვნული ვალუტა რეკორდულ ვარდნას განაგრძობს. ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი 17:00 საათისთვის დაადგინა. ოფიციალური მონაცემებით, 1 აშშ-ს ღირებულება (USD) 2.7997 ლარი გახდა. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი, 2,7876 ლარი იყო. 

ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც -  მისი კურსი 3.1236 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1182 ლარს შეადგენდა. 

გაცილებით მაღალია კურსი სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში. სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარი 2.85 ლარი ღირს. კომერციულ ბანკებში კი ერთი დოლარის ღირებულება 2.84 -2.85 ლარამდე მერყეობს.

ლარმა გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. დღემდე ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი 2016 წელს იყო. კერძოდ, 2016 წლის 22 დეკემბრის მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულებამ 2,7846 ლარი შეადგინა.

ამავე თემაზე
დღის ამბები