26 აპრილი 2024,   05:15
ვრცლად
გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტს არც განათლების მინისტრი და არც მისი მოადგილეები არ შეხვდნენ

ქართველი მწერლები მიხეილ გიორგაძის წინააღმდეგ - მწერლები და გამომცემლები განათლების მინისტრის მოადგილის გადადგომას და მის პასუხიმგებლობას დღეს მომხდარი ინციდენტის გამო ითხოვენ.

საუბარია გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე, სადაც მიხეილ გიორგაზე არ მივიდა. ამას გარდა, აღნიშნულ შეხვედრას თავი აარიდა მინისტრმაც.

პოეტი, მთარგმნელი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, გვანცა ჯობავა ყვება, რომ მიხეილ გიორგაძემ შეხვედრის ჩაშლის მიზეზად სომხეთის ოფიციალურ დელეგაციასთან შეხვედრა დაასახელა.  

„შევესწარით ფაქტს, რომ მიშა გიორგაძე სამინისტროს შენობიდან გადიოდა, ჩვენ დავუძახეთ მას, რომ ჩვენ ვიყავით მასთან მისულები და შემთხვევით წასვლას ხომ არ აპირებდა, რაზეც შემდეგ რა თქმა უნდა, მოგვესალმა, გაეცნო ჩენს სტუმრებს და გვითხრა, რომ ის ჩვენ ვერ შეგვხვდებოდა, იმიტომ, რომ შეხვედრა ჰქონდა სომხეთის მინისტრთან, ვისთან შეხვედრის გამოც, ცოტა ხნით უფრო ადრე მიხეილ ბატიაშვილმაც ამ შეხვედრაზე უარი განაცხადა. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გაგვიკვირდა და ვუთხარით, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით მასთან მოსული და ეს რანაირად იქნებოდა, რა მოხდებოდა და გვითხრა, რომ მგონი, თქვენ ხარატიშვილი, მეორე მოადგილე შეგხვდებათო, მგონი, რაზეც შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ერთადერთი რეაქცია, თუ შეგრძნება შეიძლება იყო ის, რომ ჩვენ ჩვენი ხელისუფლების ნამდვილად შეგვრცხვა,“ - განაცხადა გვანცა ჯობავამ.

დღის ამბები