09 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
ამერიკის კონგრესში ირანსა და დასავლეთს შორის მიღწეული შეთანხმების დაბლოკვით იმუქრებიან

ამერიკის კონგრესში ირანსა და დასავლეთს შორის მიღწეული შეთანხმების დაბლოკვით იმუქრებიან.

სენატში კანონპროექტი მომზადდა, რომელიც ბარაკ ობამას ავალდებულებს ირანთან გაფორმებული ყველა ხელშეკრულება განსახილველად კონგრესს გადასცეს.

დოკუმენტს რესპუბლიკელებთან ერთად, მხარს დემოკრატ სენატორთა ნაწილიც უჭერს.

კონგრესის ზედა პალატის უმრავლესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი მიიჩნევს, რომ ირანს სანქციები არ უნდა შეუმსუბუქონ, ვიდრე ის საკუთარი ბირთვული კვლევების დეტალებს დასავლეთს არ გაუმხელს.

სენატში მომზადებული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში კონგრესს ირანისთვის დაწესებული შეზღუდვების გაუქმების პროცესის შეჩერების საშუალება ექნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები