04 დეკემბერი 2021,   06:03
ვრცლად
საფრანგეთის პროკურატურამ ჟერარ დეპარდიეს სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა

საფრანგეთის პროკურატურამ ჟერარ დეპარდიეს სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. პროკურატურამ გაუპატიურების საქმეზე გამოძიება დახურა.

ცნობილ ფრანგ მსახიობს 22 წლის კოლეგამ უჩივლა. ახალგაზრდა ქალმა 70 წლის დეპარდიე სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში დაადანაშაულა.

საქმის გამოძიება პროკურატურამ დაიწყო. ჟერარ დეპარდიე ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფდა. პროკურატურის ოფიციალურ განმარტებაში ნათქვამია, რომ გამოძიებამ საქმეზე საკმარისი მტკიცებულებები ვერ გამოავლინა, რის გამოც საქმე დაიხურა. 

დღის ამბები