26 აპრილი 2024,   05:25
ვრცლად
იყო მესიჯები, თუ არ დაგვეხმარები თავს მოვიკლავთ - ფეხბურთელ პაატა ღუდუშაურის დედის განცხადებით, მისი შვილი გარიგებული თამაშების საქმეში ზეწოლით ჩაითრიეს 

ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, „ვიტ ჯორჯიას“ ხუთი მოთამაშისთვის საფეხბურთო საქმიანობის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ არ ეთანხმება ერთ-ერთი ფეხბურთელის, პაატა ღუდუშაურის დედა. საუბარია სპორტსმენებისთვის სამუდამო დისკვალიფიკაციაზე.

ხათუნა წითური მიიჩნევს, რომ ფედერაციას ღუდუშაურის და კიკნაძის საქმე ცალკე უნდა განეხილა, რადგან ისინი თანაგუნდელების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლნი არიან. ხათუნა წითურის ინფორმაციით, თანაგუნდელები თავის მოკვლით აშინებდნენ კიკნაძეს და ღუდუშაურს, რის საფუძველზეც მატჩების გარიგების საქმეში მათაც მიიღეს მონაწილეობა.

„ამ აუდიო და ვიდეო მასალების შესწავლიდან გამომდინარე იკვეთება და მტკიცდება ასეთი ფაქტი, რომ პაატა ღუდუშაური და ნოდარ კიკნაძე არიან საკუთარი თანაგუნდელების მსხვერპლი. მე არ მაქვს არანაირი პრეტენზია არც უსაფრთხოების სამსახურთან და არც პროკურატურასთან. მე პრეტენზია მაქვს პაატა ღუდუშაურის თანაგუნდელებთან. რომლებმაც ძალიან დიდი ხანი იმუშავეს მის ემოციურ ფონზე. იყო ესეთი მესიჯები, თუ არ დაგვეხმარები პაატა, თავს მოვიკლავთ, ხვალ გვნახავ მკვდარს.“, - განაცხადა ხათუნა წითურმა.

ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა, გარიგებული თამაშების საქმის გამო, „ვიტ ჯორჯიას“ ხუთ მოთამაშეს საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები