07 მაისი 2024,   18:52
ვრცლად
აგარაში კაცმა ცოლი დაჭრა, მეზობელი მამაკაცი კი მოკლა

მკვლელობა და დაჭრა დაბა აგარაში - კაცმა მეუღლე დაჭრა, თანასოფლელი მამაკაცი კი მოკლა.

ქალს და მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

შემთხვევა ქარელის რაიონის დაბა აგარაში გვიან ღამით მოხდა. დანაშაულის სავარაუდო მოტივი ეჭვიანობაა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს. სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია.     

დღის ამბები