27 აპრილი 2024,   22:26
ვრცლად
ხანძარი კალიფორნიაში - გასართობი პარკიდან ხალხის ევაკუირება განხორციელდა

ხანძარი კალიფორნიაში - ცეცხლის გაჩენის გამო გასართობი პარკიდან ხალხის ევაკუირება განხორციელდა. ცეცხლი ლოს-ანჯელესის მახლობლად მდებარე ქალაქ სანტა-კლარიტაში ბუჩქნარს მოედო. ადგილზე 100 მაშველი და 12 სახანძრო მანქანა გააგზავნეს.

ხანძრის გამო გასართობი პარკის ადმინისტრაციამ დახურვის გადაწყვეტილება ნებაყოფლობით მიიღო და სტუმრები ცეცხლის ლოკალიზებამდე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.

დღის ამბები