09 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
საპროტესტო აქცია ათენში - მომიტინგეებმა მანქანები და ნაგვის ურნები დაწვეს

საპროტესტო გამოსვლები ათენში, არეულობაში გადაიზარდა.

ათობით ადამიანი მკაცრი რეჟიმის კოლონიების გაუქმების მოთხოვნით საბერძნეთის დედაქალაქის ქუჩებში გამოვიდნენ.

აქცია არასანქცირებული იყო და მათ პოლიციამ დაშლისკენ მოუწოდა.

მომიტინგეებმა სამართალდამცველებს ქვები და ალმოდებული ბოთლები დაუშინეს, დაწვეს მანქანები, ნაგვის ურნები და დაარბიეს შენობები.

პოლიციამ არეულობის შედეგად რამდენიმე აქტივისტი დააკავა.

დღის ამბები