26 აპრილი 2024,   08:17
ვრცლად
ექიმის, რომლის სავარაუდო გულგრილობას მკვლელობა მოჰყვა, სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

დატოვებს თუ არა პატიმრობაში სასამართლო ექიმს, რომლის სავარაუდო გულგრილობასაც მკვლელობა მოჰყვა, დღეს გახდება ცნობილი. საქმე ეხება 10 თებერვალს რუსთავში მომხდარ შემთხვევას, როდესაც ფსიქიკური აშლილობის დროს მამაკაცმა 12 წლის ძმიშვილი მოკლა. ერთი დღით ადრე კი ბრალდებულმა დასახმარებლად სამედიცინო დაწესებულებას მიმართა, მაგრამ ექიმმა მას დახმარება არ გაუწია.

დაკავებული ექიმის ადვოკატის თქმით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს, რადგან არ მიიჩნევს, რომ რაიმე შეცდომა დაუშვა. 

 
დღის ამბები