09 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ესპანეთში

მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ესპანეთში. სამართლდამცველებმა ისლამისტების ქსელი გამოავლინეს და 11 მებრძოლი დააკავეს, რომლებიც კატალონიის რეგიონში ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ.

ოპერაცია ერთდროულად რამდენიმე ქალაქში ჩატარდა. სამართალდამცველებმა  17 საცხოვრებელი ბინა გაჩხრიკეს. რეიდებში 350 სპეცრაზმელი მონაწილეობდა.

მიმდინარე წელს ესპანეთში 30-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს, რომლებიც ისლამისტებთან კავშირსა და ესპანეთში მცხოვრები ახალგაზრდა მუსულმანების გადაბირებაში არიან ეჭვმიტანილები.

დღის ამბები