09 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
70 კგ. კოკაინი-საიდან შევიდა ნარკოტიკული საშუალება რუმინეთში?

რუმინეთში 70 კილოგრამი კოკაინი დააკავეს. ნარკოტიკული საშუალება რეალიზატორებს ავეჯში ჰქონდათ დამალული და ქვეყანაში ის გერმანიიდან შეიტანეს.

დაკავებულია სამი ადამიანი. ოპერაცია რუმნელმა სამართალდამცველებმა გერმენელი კოლეგების დახმარებით კონსტანტაში ჩაატარეს. გამოძიების მტკიცებით, კოკაინის პარტია დამნაშავეებმა გერმანიაში ეკვადორიდან შეიტანეს, შემდეგ კი კონსტანტაში გადაიტანეს.

დამალვის მიზნით მათ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება შავად შეღებეს. აღმოჩენილი კოკაინის ფასი შავ ბაზარზე 4 მილიონ 200 ათასი ევროა.

დღის ამბები