09 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
სოფელ გიუმრიში მომხდარი მკვლელობისთვის ვალერი პერმიაკოვს სავარაუდოდ სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, რუსი ჯარისკაცი, რომელმაც სომხეთის ქალაქ გიუმრიში ერთი ოჯახის 7 წევრი მოკლა, ფსიქიკურად ჯანმრთელია.

ექიმების შეფასებით, ვალერი პერმიაკოვი დანაშაულის ჩადენისას საკუთარ ქმედებებს კარგად აცნობიერებდა.

რუს ჯარისკაცს, რომელსაც გიუმრის რუსულ ბაზაზე ასამართლებენ, ბრალიც დაუმძიმეს და სავარაუდოდ სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან.

ვალერი პერმიაკოვმა 12 იანვარს, ქალაქ გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი მოკლა. მეშვიდე წევრი, 6 თვის ჩვილი თავდასხმის დროს ცოცხალი გადარჩა. თუმცა ის მძიმედ იყო დაჭრილი და ექიმებმა ვეღარ გადაარჩინეს.

ვალერი პერმიაკოვი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში, თურქეთის საზღვარზე დააკავეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები