09 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
მისურის შტატში წყალდიდობაა

შეერთებული შტატების მისურის შტატში წყალდიდობაა.

უკვე მეორე დღეა სენტლუისი გადაუღებელი წვიმის შემდეგ დატბორილია. ქალაქის მასშტაბით სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხდა.

მეტეოროლოგიურ პირობებს ნისლი და ქარბუქიც ართულებს. წყალმა შენობები და ავტომობილები დააზიანა. ელექტროენერგია მოსახლეობას ამ დრომდე არ მიეწოდება. უსაფრთხოების მიზნით ქალაქში გაზის მიწოდება შეწყვიტეს.

დღის ამბები