26 აპრილი 2024,   08:13
ვრცლად
ოქროს ტროლი - მელიას საქმეში პროკურატურის მთავარი მოწმე "ყანდიაშვილის ტროლების ფაბრიკის" თანამშრომელია 

ოქროს ტროლი - ნიკა მელიას საქმეში მთავარ მოწმედ პროკურატურას კოკა ყანდიაშვილის ტროლების ფაბრიკის თანამშრომელი ჰყავს.

ახალგაზრდა გოგონა, ნათია ბერიძეა, რომელიც აქციაზე ყველას ზემოტივირებული აქტივისტი ეგონა, სავარაუდოდ, აგენტ პროვოკატორი აღმოჩნდა.

პროკურატურის ოქროს მოწმე და კოკა ყანდიაშვილის საინფორმაციო სააგენტო „ეს პერსონას“ თანამშრომელი, ბერიძე 20 ივნისს სისხლიან აქციაზე იმყოფებოდა.

ტროლების ფაბრიკის მუშაკი ჩვენებაში ამბობს, რომ მისი ტელეფონით ყველაფერი გადაიღო, ჩუმად მოუსმინა ოპოზიციონერ ლიდერებს და დილით პროკურატურას საკუთარი სურვილით მიმართა სასწრაფო წესით დაეკითხათ.

ნიკა მელიას გარდა, ნათია ბერიძემ აქციაზე ჩუმად უსმინა ყველა ლიდერს და პროკურატურას მოუყვა, რომ დანარჩენებიც ერთხმად ეთანხმებოდნენ ნიკა მელიას, რომ ძალადობრივად აეღოთ პარლამენტის შენობა.

ოპოზიციის ლიდერები ფიქრობენ, რომ კოკა ყანდიაშვილის ტროლების ფაბრიკის მუშაკი, რეალურად პროკურატურის აგენტ პროვოკატორია და არ გამორიცხავენ, რომ ეს პერსონა პროკურატურამ სხვა პოლიტიკოსების წინააღმდეგაც გამოიყენოს.

ჩვენებებში, რის საფუძველზეც პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დაპატიმრებას ითხოვდა, დევს პოლიციელების მონათხრობიც.

პროკურატურის მტკიცებულებები სასამართლომ საკმარისად არ მიიჩნია და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, რომელსაც გუშინ კოლეგებმა იმუნიტეტი მოუხსნეს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ შეუფარდა.

დღის ამბები