30 ოქტომბერი 2020,   23:13
ვრცლად
თქვენ ხალხის თვალში უკვე გახდით სისხლიანი ჯალათი, მე მგონი სჯობს - გადადექით - თამარ ბაღაშვილმა შს მინისტრთან შეხვედრა დატოვა

თქვენ ხალხის თვალში უკვე გახდით სისხლიანი ჯალათი, მე მგონი სჯობს - გადადექით - მიმართა შს მინისტრს „რუსთავი2“-ის ჟურნალისტმა.

თამარ ბაღაშვილმა გიორგი გახარიას გადადგომა ურჩია და უთხრა, რომ მას 20 ივნისის შემდეგ აღარ აქვს ლეგიტიმური უფლება ეკავოს მინისტრის თანამდებობა.

ჟურნალისტის თქმით, მას კითხვები აღარ დარჩა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ გიორგი გახარია გადადგომას არ აპირებს.

„მე აღარ მაქვს შეკითხვა, თქვენ რჩებით თქვენს სავარძელში , ეს გავიგე, მე როგორც ჟურნალისტი და როგორც მოქალაქე ერთ წინადადებას ვიტყვი და ალბათ, წავალ, რადგნა გაუგებარი არგუმენტების მოსმენა აღარ მინდა. ბატონო გიორგი, თქვენ 20 ივნისის შემდეგ ვეღარ იქნებით შს მინისტრი, რომელსაც აქვს ლეგიტიმაცია ეკავოს შს მინისტრის პოსტი თქვენ ხალხის თვალში გახდით სისხლიანი ჯალათი და მე მგონი ჯობს - გადადექით,“- უთხრა თამარ ბაღაშვილმა.

თამარ ბაღაშვილმა მინისტრთან შეხვედრა ამ სიტყვებით დატოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები