09 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
შპიონაჟის გამო ნატო რუსეთის დელეგაციის რიცხვს ამცირებს

შპიონაჟის გამო ნატო-მ რუსეთის დელეგაციის რიცხვის შემცირება გადაწყვიტა. გაზეთ New York Times-ის ცნობით, 50–ის ნაცვლად ალიანსის შტაბბინაში მხოლოდ 30 კაციანი მისია დარჩება.

ნატო-ს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კონფიდენციალური ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის წარმომადგენლობაში დიპლომატებთან ერთად დაზვერვის აგენტებიც მუშაობდნენ. ნატო კი პარტნიორი ქვეყნების დელეგაციების რიცხვის შემცირების თაობაზე საკუთარ გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ დირექტივებს უკავშირებს.

ერთი წლის წინ უკრაინაში ვითარების ესკალაციის გამო ალიანსმა რუსეთთან პრაქტიკული თანამშრომლობა შეაჩერა.

დღის ამბები