09 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
რუსული და ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები შეჯახებას გადაურჩნენ

რუსული და ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები შეჯახებას გადაურჩნენ. ინციდენტი ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში, ბალტიის ზღვის თავზე 7 აპრილს მოხდა, თუმცა ცნობილი ამის შესახებ მხოლოდ დღეს გახდა.

"სუ 27" ტიპის რუსული მოიერიშე ამერიკულ მზვერავს ზედმეტად ახლო დისტანციაზე, 6 მეტრის მანძილზე მიუახლოვდა, რამაც შეჯახების საფრთე შექმნა. მომხდარის გამო ვაშინგტონმა პროტესტის ნოტა უკვე გადაუგზავნა მოსკოვს.

პენტაგონში აცხადებენ, რომ რუსი პილოტების ქმედებამ საფრთხე შეუქმნა ამერიკული ბორტის ეკიპაჟს, რაც დაუშვებელი და არაპროფესიული ქმედებაა.

დღის ამბები