09 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
განგაში კიოლნის აეროპორტში - თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია მოახდინეს

„ჯერმან უინგსის“ რეისი კიოლნიდან მილანში გადაიდო.

პილოტმა თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე მას შემდეგ გააჩერა, რაც მიიღო შეტყობინება თვითმფრინავში დამონტაჟებული ბომბის შესახებ.

აეროპორტში განგაში გამოცხადდა, რის შემდეგაც ხომალდიდან ევაკუირებული იყო ყველა მგზავრი.

სამართალდამცველები სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით, რამდენიმე საათის განმავლობაში ჩხრეკდნენ ხომალდს. საბოლოოდ "აირბუს 320"-ის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.

„ჯერმან უინგსი“, რომელიც "ლუფტჰანზა"-ს შვილობილი კომპანიაა, ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც მისმა თვითმფრინავმა ფრანგულ ალპებში კატასტროფა განიცადა.

დღის ამბები