09 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
ლიბიის დედაქალაქში მაროკოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას თავს დაესხნენ

ლიბიის დედაქალაქში სამხრეთ კორეის საელჩოს შემდეგ თავს მაროკოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასაც დაესხნენ. საელჩოს შესასვლელში გამთენიისას უცნობებმა ბომბი აამოქმედეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. უცნობია, თავდასხმის დროს თანამშრომლები შენობაში იყვნენ, თუ - არა.

მაროკოს საელჩოსთან მომხდარ აფეთქებამდე შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი სამხრეთ კორეის დიპლომატიური მისიის მიმართულებით მანქანიდან გახსნეს. ამ თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთი - დაცვის წევრი, მეორე კი გამვლელი იყო. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

დღის ამბები