26 აპრილი 2024,   08:07
ვრცლად
პორტუგალიაში სამი ქართველი ძარცვის ბრალდებით დააკავეს

პორტუგალიაში სამი ქართველი ძარცვის ბრალდებით დააკავეს. პორტუგალიური მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები, რომლებიც ქვეყანაში 5 თვის წინ ჩავიდნენ, გრანი პორუს რეგიონში საცხოვრებელ სახლებს ძარცვავდნენ.

ნოვა დე გაიაში აღმოჩენილია ოფისიც, სადაც ისინი მაღალი უსაფრთხოების საკეტების გაღებაზე ვარჯიშობდნენ. ქურდობაში ეჭვმიტანილები პორტოს პოლიციამ დააკავა.

დღის ამბები