09 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
წყალდიდობა აშშ-ში - დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები

გადაუღებელმა წვიმებმა შეერთებული შტატების ტეხასის შტატში წყალდიდობა გამოიწვია.

გზებზე წამოსულმა წყლის ნაკადმა მძღოლების ნაწილს ავტომობილების მიტოვებაც აიძულა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მეტეოროლოგები წვიმის გაგრძელებას კიდევ ერთი დღით პროგნოზირებენ.

ტეხასის ჩრდილოეთს გასული წლის ზაფხულის წყალდიდობამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.

დღის ამბები