28 აპრილი 2024,   12:23
ვრცლად
ბრიტანეთის მმართველი პარტიის ლიდერი ბორის ჯონსონი გახდა

ბრიტანეთის მმართველი პარტიის ლიდერი ბორის ჯონსონი გახდა. ჯონსონს მხარი 92 ათასმა თანაპარტიელმა დაუჭირა. მისმა მთავარმა კონკურენტმა ჯერემი ჰანტმა კი 46 ათას 600 ხმა მოაგროვა.

კონსერვატიული პარტიის ლიდერის გარდა, ჯონსონი პრემიერის პოსტსაც დაიკავებს და ხვალიდან ტერეზა მეის ჩაანაცვლებს. ტერეზა მეის ხვალ დედოფალ ელისაბედთან ექნება აუდიენცია და გადადგომის შესახებ განცხადებას ოფიციალურად წარუდგენს.

ცნობილია, რომ ბორის ჯონსონის არჩევის გამო რამდენიმე მინისტრი თანამდებობის დატოვებას აპირებს.

დღის ამბები