რუსთაველის გამზირზე 29 აპრილს დაგეგმილი სახალხო შეკრების გამო, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეზღუდვა დღეს, 11 საათიდან ამოქმედდა და მხოლოდ საავტობუსო ზოლზე გავრცელდება.
საღამოს 8 საათიდან 29 აპრილის ჩათვლით კი, რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება.