16 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
29 აპრილს, საქართველო აჩვენებს თავის რეალურ მხარეს, აჩვენებს საით უნდა ჩვენი ქვეყნის უმრავლესობას წასვლა - ნინო წილოსანი 

"ქართული ოცნება" მასშტაბური აქციისთვის ემზადება - სახელისუფლებო გუნდი ხვალ ქვეყნის მთავარ გამზირზე ელოდება ყველას, ვისაც ქვეყნის დამოუკიდებლობის სუვერენიტეტის, ფასეულობებისა და ღირებულებების დაცვა სურს.

ამბობენ, რომ ქართველი ხალხი საკუთარ სიტყვას სწორედ ხვალ იტყვის.

"ჩვენ ზუსტად ვიცით 29 აპრილს ვინ შეიკრიბება პარლამენტის წინ, ესენი იქნებიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ღირსეულ განვითარებას და ღირსეულ ევროპულ გზას უჭერენ მხარს.უარეს ეუბნებიან ყველა იმ ბინძურ კამპანიას, რომელიც ქვეყნის, ხალხისა და ხელისუფლების წინააღმდეგ წარმოებს.

მოლოდინი გვაქვს, რომ 29 აპრილს, საქართველო აჩვენებს თავის რეალურ მხარეს, აჩვენებს საით უნდა ჩვენი ქვეყნის უმრავლესობას წასვლა და რომ ის ღირებულებები, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება იცავს მისაღებია ჩვენი მოსახლეობისთვის.

29 აპრილის აქციასთან დაკავშირებით, ჩვენი ოპონენტები აგონიაში არიან. იყენებენ ყველაზე საშინელ ეპითეტებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც წესით პატივს უნდა სცემდნენ, ვინაიდან ისინი ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.

დღის ამბები