09 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
რუსეთის პრეზიდენტმა ირანისთვის სარაკეტო კომპლექსის მიყიდვაზე აკრძალვა გააუქმა

ისრაელის პრემიერმინისტრის ინიციატივით გამართული სატელეფონო საუბრის დროს ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მიერ ირანისთვის იარაღის გადაცემის საკითხი განიხილეს.

რუსეთის პრეზიდენტმა „С-300“–ის ტიპის სარაკეტო კომპლექსის ირანისთვის მიყიდვაზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა.

სწორედ ეს ფაქტი გახდა ისრაელის პრემიერის შეშფოთების მიზეზი.

პუტინმა ნეთანიუს დამშვიდება სცადა და აღნიშნა, რომ „С-300“–ი არის თავდაცვითი იარაღი, რომელიც არ წარმოადგენს საფრთხეს ისრაელისთვის.

ორი ქვეყნის ლიდერმა სხვა აქტუალური საკითხი განიხილა.

ამავე თემაზე
დღის ამბები