09 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
ქართველების მიერ ხმელთაშუა ზღვაში ჩაძირვას გადარჩენილი 200 აფრიკელი

გემი, რომლის ბორტზეც 550–მდე ადამიანი იმყოფებოდა, იტალიის მიმართულებით ლიბიიდან დაიძრა, თუმცა პორტის დატოვებიდან 24 საათის შემდეგ შუა ზღვაში გადაბრუნდა. მაშველებმა 144 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, 40 დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ. ჯერ–ჯერობით მათ მხოლოდ 9 ცხედარს მიაკვლიეს.

აფრიკის ქვეყნებიდან წამოსული არალეგალების რაოდენობამ გაზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით იმატა. მხოლოდ ბოლო სამი დღის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთა ემიგრანტების 20–ზე მეტმა გემმა სცადა. ერთ–ერთ სამაშველო ოპერაციაში ქართველი მეზღვაურებიც მონაწილეობდნენ. ტანკერ „ბალბოსაზე“ მყოფმა მეზღვაურებმა 200–მდე ადამიანი გადაარჩინეს, რომლებიც ხის ნავებით ლიბიიდან იტალიაში გადასვლას ცდილობდნენ.

გაეროს მონაცემებით, წელს არალეგალად ევროპის ტერიტორიაზე მოხვედრის მცდელობას უკვე 900–ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ეს გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებს 30–ჯერ აღემატება.

ავტორები: ნინო დვალიშვილი, ეკო მაღრაძე, ქეთი ჯაფარიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები