26 აპრილი 2024,   05:24
ვრცლად
მორიგი შტურმი ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტზე - რეზიდენციაში შეჭრას 200-მდე ძალოვანი ცდილობს

მორიგი შტურმი ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციაზე -  200-მდე ძალოვანი  ბიშკეკის მახლობლად მდებარე სახლში  შეჭრას ცდილობს. ალმაზბეკ ატამბაევის შტაბის წევრების ინფორმაციით, მათ წინააღმდეგობას ატამბაევის მხარდამჭერები უწევენ. გავრცელებული ცნობით, ამ დრომდე რეზიდენციაში თავად ატამბაევიც რჩება.

ყოფილი ლიდერის დაკავების სპეცოპერაცია ყირგიზეთში გუშინ საღამოს დაიწყო. სპეცრაზმელებმა შეტევა ატამბაევის რეზიდენციაზე ორჯერ მიიტანეს, თუმცა მისი დაკავება ვერ შეძლეს. შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.

არეულობის შემდეგ ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე 6 მუხლით აღძრა.

დღის ამბები