გაზეთ,"გურიის მოამბის" რედაქტორის, თეო იოსელიანის მისამართით განხორციელებული მუქარის ფაქტზე ამ დრომდე გამოძიება მიმდინარეობს. ჟურნალისტი გამოძიების შედეგებით უკმაყოფილებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ ვერ ხერხდება მუქარის მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგაც კი მუქარის სავარაუდო ავტორის დაკავება.
გაზეთ "გურიის მოამბის" რესაქტორმა მუქარის შემცველი შეტყობინება facebook-ის ყალბი ანგარიშიდან მიიღო. შეტყობინების ავტორი ჟურნალისტს მის შვილებზე ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება და წერს: "მალე მოესწრები შენი შვილების სიკვდილს, მალე დაგიხოცავ." თეო იოსელიანი ფიქრობს, რომ მუქარა მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება, რადგან "გურიის მოამბე" ცნობილია, როგორც კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია."
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.