18 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
"ნუ ჩააბეტონებ კლანს"- NGO-ები მოსამართლეობის კანდიდატთა 20 კაციან სიას აპროტესტებებნ

პარლამენტში მოსამართლეთა მოსმენა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ნუ ჩააბეტონებ კლანს, - ამ ლოზუნგით არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. ისინი მოსამართლეობის კანდიდატთა 20 კაციან სიას აპროტესტებებნ და ამბობენ, რომ შერჩევის პროცესი უსამართლო და გაუმჭვირვალე იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციის ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” გამგეობის თავმჯდომარე კახა წიქარიშვილი მიიჩნევს, რომ უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატთა სია „მთლიანად ჩასაგდებია“. წიქარიშვილის მტკიცებით, სიაში შეყვანილი ყველა კანდიდატი მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძის  თანხმობით, ან მის მიერაა შეყვანილი.

წიქარიშვილი აღნიშნავს, რომ ამ სიის დამტკიცების შემდეგ ე.წ. “კლანს“ ნებისმიერ საქმეზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა ექნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები