09 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
ობამა ევროკავშირს ურჩევს, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არ შეასუსტოს

აშშ-ს პრეზიდენტი ევროკავშირს ურჩევს, ძალაში დატოვოს რუსეთისთვის დაკისრებული სანქციები, ვიდრე მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად არ შესრულდება.

ამის შესახებ განცხადება ბარაკ ობამამ იტალიის პრემიერმინისტრთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ევროკავშირმა ძალაში უნდა დატოვოს ანტირუსული სანქციები მანამდე, ვიდრე არ დავინახავთ მინსკის შეთანხმების სრულ შესრულებას," - განაცხადა ბარაკ ობამამ.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის მომავალ სამიტზე  რუსეთს გააგებინებენ, რომ, ვიდრე მინსკის შეთანხმების ძირითადი პირობები არ შესრულდება, სანქციები არ შესუსტდება. 

დღის ამბები