09 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
პრორუსი სეპარატისტები კიევისგან დონეცკის რესპუბლიკის აღიარებას მოითხოვენ

პრორუსი სეპარატისტები ოფიციალური კიევისგან დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის აღიარებას მოითხოვენ.

ამის შესახებ განცხადება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა, ალექსანდრე ზახარჩენკომ, ტელეკომპანია "ბი-ბი-სი"-თვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, თუ უკრაინის ხელისუფლება დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, მინსკში მიღწეული შეთანხმება ჩავარდება, რადგან მას აზრი მხოლოდ აღიარების შემთხვევაში აქვს.

ინტერვიუს დროს ზახარჩენკომ ისიც აღნიშნა, რომ სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გაფართოვება სურს.

დღის ამბები