09 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
ავღანეთში ტერაქტს 33 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვებიც არიან

ავღანეთში ტერაქტს 33 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვებიც.

თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქალაქ ჯალალაბადში იმ ბანკის შენობის წინ აიფეთქა, სადაც ხელფასს საჯარო მოხელეები და სამხედრო პერსონალი იღებენ.

გავრცელებული ცნობით, ადგილზე ხალხის შეკრების შემდეგ მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობაც ამოქმედდა. თავდასხმის შედეგად 100–მდე ადამიანი დაშავდა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. მომხდართან კავშირი უკვე უარყო თალიბანმა.

დღის ამბები