თელავში საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ალაზნის ქუჩაზე მდებარე N16 კორპუსის სახურავზეა გავრცელებული. უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობას შენობა დატოვებინეს.
წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო და სახანძრო სამსახურებია მობილიზებული.