14 სექტემბერი 2026,   15:16
ვრცლად
თელავში საცხოვრებელ კორპუსზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

თელავში საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად ხუთსართულიანი სახლის სახურავი მთლიანად დაიწვა. როგორც "კურიერს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ხანძარს ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა აქრობდა. ამ დროისთვის ცეცხლის ღია კერები ჩამქრალია, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. 

თელავში საცხოვრებელი კორპუსის სახურავს ცეცხლი დილით გაუჩნდა, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. 

დღის ამბები