ხმაურის ფონზე წარიმართა საკრებულოს სხდომა ფოთში. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დარეჯან ცხვიტარიამ ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა და ქალაქში მიმდინარე პრობლემები მათი არაეფექტური მართვის შედეგს დააბრალა.
ცხვიტარია საკრებულოს სხდომაზე, პლაკატით ხელში, ფეხზე იდგა და პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვდა. საკრებულოს თავმჯდომარე აღნიშნულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციას საქმის კეთებით პასუხობს.