18 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
მერია ტრანსპორტის განვითარების თხუთმეტწლიან გენგეგმას შეიმუშავებს- კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მერიამ ექსპერტების ჩართულობით მუშაობა დაიწყო მდგრადი ურბანული მობილობის გეგმაზე, რომელიც ქალაქის მთავარი სატრანსპორტო დოკუმენტი იქნება. მისი თქმით, ამ მიზნით, მუნიციპალური ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მსოფლიოში წამყვანმა დანიურმა კომპანია "რამბოლმა" გაიმარჯვა.

კალაძის ინფორმაციით, ტრანსპორტის გენერალური გეგმა 15 წლიანი, დროში გაწერილი დოკუმენტი იქნება, რომელიც ტრანსპორტის განვითარების ყველა ასპექტს დეტალურად განსაზღვრავს - საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის, დისტრიბუციის, ავტომანქანებისა და ველოსიპედების, ასევე, ქვეითთა გადაადგილებას. დღესვე სხდომაზე დედაქალაქის მერმა ორ კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც თბილისში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს და სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით დარღვევა აქვს, ბოლო გაფრთხილება მისცა.


პირველი პრობლემა გლდანის რაიონში, ვეკუა ხიზანიშვილის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოების დროს ფიქსირდება.

როგორც კახა კალაძის მოადგილე მაია ბითაძემ აღნიშნა, მერია ცდილობს, ლოკალურად მოაგვაროს სატრანსპორტო მოძრაობის პრობლემები.

დღის ამბები