18 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
ანგი ხუციშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს - შეწყალებების საქმე

სადავო შეწყალებების თემაზე პრეზიდენტის  ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ანგი ხუციშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ანგი ხუციშვილი პროკურატურაში 26 სექტემბერს, 12:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 პატიმარი შეიწყალა, რომელთა შორის მკვლელობასა და ნარკორეალიზაციაში მსჯავრდებულებიც არიან. შეწყალებებმა საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია, რის შემდეგაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  

დღის ამბები