"ქალთა მოძრაობა" დეპუტატ ეკა ბესელიას მხარდასაჭერად ხვალ დილით ათ საათზე საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციას გამართავს, ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია,რომ ისინი უპირობო მხარდაჭერას უცხადებენ ეკა ბესელიას და ყველა იმ ქალს, ვინც პირადი ცხოვრებით შანტაჟის მსხვერპლია.
"ვთვლით, რომ საზოგადოების მკაფიო პროტესტია საჭირო იმაზე, რაც ხდება ეკა ბესელიას წინააღდეგ დღევანდელ პარლამენტში. ამიტომ, ვისაც გსურთ სოლიდარობა გამოხატოთ, 27 სექტემბერს, დილის 10:00 საათზე გელოდებით პარლამენტის შესასვლელთან. ასევე, ერთად დავგმოთ ყველა იმ პოლიტიკოსის ქცევა, ვინც მუდმივად ცდილობს პოლიტიკოსი ქალის შერცხვენას და შანტაჟს! განსაკუთრებულად ველოდებით პოლიტიკოსი ქალების სოლიდარობის გამოხატვას საჯაროდ და გვაქვს იმედი, რომ ხვალ ჩვენს გვერდით ისინიც დადგებიან, პარტიული კუთვნილების მიუხედავდ!"- წერია "ქალთა მოძრაობის"მიერ გავრცელებულ განცხადებაში,რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა.