26 აპრილი 2024,   08:34
ვრცლად
გაუფასურება და ინფლაცია - მეწარმეები ფასების კიდევ უფრო ზრდას ვარაუდობენ

ლარის გამყარების მიუხედავად, მეწარმეები შემოდგომის ბოლოს ფასების კიდევ უფრო ზრდას ვარაუდობენ. თუმცა მანამდე პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები  საშუალოდ 12 პროცენტით არის გაზრდილი.

სებ-მა მძიმე სიტუაციიდან თავის დაღწევის გამო ინტერვენცია განახორციელა და აუქციონზე 40 მილიონი დოლარის რეზერვი გაყიდა. ოფიციალური კურსი 3 თეთრით დასტაბილურდა.

ექსპერტები შექმნილ ვითარებაში ინტერვენციას პოზიტიურად არ აფასებენ. მიაჩნიათ, რომ ჩარევა დაგვიანებულია. ეკონომისტები პროცესში მთავრობის ჩართულობის აუცილებლობას ხედავენ.

გამოსავალს ოპოზიციის ნაწილი რეგულაციებისა და დედოლარიზაციის გაუქმებაში ხედავს, ნაწილიც ეროვნულ ბანკს მორჩილებისთვის აკრიტიკებს. მმართველი გუნდი კი სრულ პასუხისმგებლობას მხოლოდ ცენტრალურ ბანკს აკისრებს.

 

დღის ამბები