14 ივლისი 2020,   06:45
ვრცლად
ფეისბუქის დახურულ ჯგუფში ლექტორზე დაწერილი პოსტი ბუბა ნაჭყებიასთვის სამოქალაქო დავის მიზეზი გახდა

ფეისბუქის დახურულ ჯგუფში ლექტორზე დაწერილი პოსტი ბუბა ნაჭყებიასთვის სამოქალაქო დავის მიზეზი გახდა. გიორგი გორაშვილმა უცენზურო სიტყვების გამო მას პოლიციაში უჩივლა. სასამართლომ სტუდენტი წვრილმან ხულიგნობაში დამნაშავედ ცნო.

მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტს სახდელი არ დაეკისრა და მოსამართლე შენიშვნით შემოიფარგლა, ლექტორი ბუბა ნაჭყებია არ გამორიცხავს, რომ გადაწყვეტილებამ მის სამომავლო კარიერაზე იმოქმედოს.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში სტუდენტთა ნაწილი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ხედავს.

საპირისპირო არგუმენტები აქვს მომჩივან ლექტორს. გიორგი გორაშვილისთვის ნაჭყებიას პოსტი ღირსების შელახვაა და სასამართლოს გადაწყვეტილებას სრულად იზიარებს. იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი დარწმუნებულია, რომ მისი ამ ნაბიჯით მსგავსი ფაქტი სხვა ლექტორების მიმართ არ განმეორდება.

დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე საუბრობს ბუბა ნაჭყებიას უფლებადამცველი და მოსამართლის გადაწყვეტილებას უპრეცედენტოს უწოდებს, ადვოკატი უახლოეს დღეებში სარჩელს სააპელაციო სასმართლოში შეიტანს.

მომხდარში ბუბა ნაჭყებიას დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავენ იურისტებიც.

დაპირისპირება სტუდენტსა და ლექტორს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ბუბა ნაჭყებია უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელი გახდა. მაშინ გიორგი გორაშვილი ლექტორის გარდა უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელიც იყო. პირველად ნაჭყებიამ ლექტორი შრომითი ხელშეკრულების დარღვევაში დაადანაშაულა, რასაც მისი სამსახურიდან გათავისუფლებაც მოჰყვა.

მას შემდეგ, რაც 166-ე მუხლით ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო, გორაშვილმა ლექტორის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

დღის ამბები