09 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
პუტინი თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების შესაძლო აღიარებაზე საუბრობს

აპირებს თუ არა ვლადიმერ პუტინი უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარებას- შეკითხვა ამ თემაზე რუსეთის პრეზიდენტს გადაცემა Вести в субботу-სწამყვანმა დაუსვა.

პუტინმა კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა, თუმცა ის თვითგამოცხადებული "დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა" და "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" აღიარება არ გამორიცხავს.

"არ მინდა ახლა აღიარება არ აღიარებაზე საუბარი, რადგან რაც არ უნდა ვთქვა ყველაფერი შესაძლოა კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს. ჩვენ ვიხელმძღვანელებთ იმ რეალიებით რომლებსაც ცხოვრება მოიტანს"-განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. 

პუტინი პეტრე პოროშენკოსთან ურთიერთობასაც შეეხო. მისი თქმით, პირად საუბარში პრეზიდენტები "შენობით" მიმართავენ ერთმანეთს, რაც პუტინის აზრით კარგ სამუშაო ურთიერთობაზე მეტყველებს.

დღის ამბები